იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების ტრადიციული გამოწვევები და თანამედროვე მიღწევები - ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებიც იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების მე-12 საერთაშორისო ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განიხილება. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, კონფერენციის მიზანია, იშვიათი დაავადებების საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებებში საქართველოს ინტეგრირების ხელშეწყობა. კონფერენციას 100-ზე მეტი მომხსენებელი ჰყავს, მათ შორის არიან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დარგის სპეციალისტები.