ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი, რომელიც ნოვას ფესტივალზე „ჰამასის“ თავდსხმის შედეგად, დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ქალის და სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ ავრცელებს. თამარ გოლდბერგი მუსიკალური ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც “ჰამასი” დაესხა თავს. ისრაელზე 7 ოქტომბერის შემდეგ, “ჰამასის” თავდასხმას შედეგად, სულ მცირე 2 ქართველი ებრაელის გარდაცვალება დასტურდება.