წინანდალში საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარტიის ინფორმაციით, შეკრებაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მთავარი მიმართულებები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.