გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, რაჭის ტყეებისა და მიმდებარე სოფლების ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გადაცემის მიზნით პროცესი უკვე დაწყებულია. მისი თქმით, საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მაისში, მას შემდეგ დაიწყეს, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის განვითარებაზე ლიცენზიის მქონე ინვესტორმა ვალდებულებები არ შეასრულა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, იგეგმება, რომ საკითხი პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევიდეს და რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია შეიქმნას. როგორც ნინო თანდილაშვილი აღნიშნავს, ეს რაჭაში ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.