ქველმოქმედებით შენიღბული თაღლითობის ფაქტი. მწვავე მიელიტის დიაგნოზის მქონე 13 წლის მოზარდის ოჯახი, ბრალდებულს საქველმოქმედო განცხადების თაღლითურ გამოყენებაში ამხელს. დაზარალებული გოგონას ბებიამ “პალიტრანიუსთნ” საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშიდან მისი შვილიშვილის ფოტოს მომხმარებლებს პირად შეტყობინებებში უგზავნიდა და ყალბ გვერდზე მის ფოტოს აქვეყნებდა. აღნიშნული პიროვნება ქველმოქმედების მიზნით თანხის ჩარიცხვას საკუთარ საბანკო ანგარიშზე ითხოვდა. 13 წლის მოზარდის ოჯახი საზოგადოებას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს, რათა მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ.