პარლამენტი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, ჰარვარდის უნივერსიტეტში მოწვეულ სპიკერად, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება. ბოკუჩავას განცხადებით, აშშ-ი ძალიან დიდ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ოჯახის წევრი გახდეს.