მმართველი გუნდი საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, რომელიც მან შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს დაადო, დიდი ალბათობით მომდევნო კვირიდან დაიწყებს. თავად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, სახელმწიფოს გადაჭარბებული ჩარევის რისკს ქმნის და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას საფრთხის ქვეშ აყენებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი განსხვავებულ პოზიციაზე არიან და აცხადებენ რომ აღნიშნული კანონპროექტი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათი თქმით, ე.წ კარვების კანონი პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს.