ღაზაში საწვავი არ შევა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს.
ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში მხოლოდ საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება დაიშვება.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „ღაზაში საწვავი არ შევა“.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, დღეს ღაზაში შესულ ჰუმანიტარულ დახმარებას ანკლავის სამხრეთ ნაწილს მიაწვდიან.