უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა შერეული ტაქტიკა გამოიყენეს, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. როგორც უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რუსეთი ცდილობს, რომ მთავარი აქცენტი საჰაერო თავდასხმებზე გადაიტანოს და საოკუპაციო ხაზთან ახლოს უკრაინული სამხედრო შენაერთები დაბომბოს. უკრაინული მხარის ცნობით, ბოლო 24 საათში 790-ზე მეტი ოკუპანტი განადგურდა და ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგები 292 850 მოკლულ ჯარისკაცამდე გაიზარდა. რუსეთის დაანაკარგები ასევე 5 000-ზე მეტ ტანკს, 7 000-ზე მეტ საარტილერიო სისტემასა და სხვა შეირაღებას მოიცავს.