ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი დაიწყო, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება. კაიროს სამშვიდობო სამიტის მთავარი თემაა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი. სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, ასევე პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი, გაეროს გენერალური მდივანი, ანტიონიო გუტერეში და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ლიდერი ესწრება. აღსანიშნავია, რომ სამიტზე არ იმყოფებიან ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები.