კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით, ადგილზე პატარა ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 17-დან 21 წლამდე ასაკის, წარმოშობით სირიელი, ოთხი მამაკაცი დააკავა. მათი თქმით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიქოზიაში, საელჩოსთან ახლოს, დაახლოებით, 30 მეტრში აფეთქდა.