ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის არსებული რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი გაიხსნა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტომობილები შევიდა. აღნიშნულ ფაქტს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა და ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას შეამსუბუქებს. ამავდროულად, ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ეგვიპტე და იორდანე, რადგან ამ ქვეყნებში ისრაელის საწინაარმდეგო განწყობებია. ბოლო მონაცემებით, ისრაელში სამხედრო დაპირისპირებას სულ მცირე 1 400, ღაზას სექტორში კი 4 000 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ჰამასმა ორი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა.