უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 790-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს და ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგები 292 850 ჯარისკაცამდე გაიზარდა. რუსეთის დაანაკარგები ასევე მოიცავს 5 000-ზე მეტ ტანკს, 7 000-ზე მეტ საარტილერიო სისტემასა და სხვა სეირაღებას. უკრაინის საბაჟო სამსახურის განცხადებით, იმ ჰუმანიტარული ტვირთიდან, რომელიც უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე უნდა მისულიყო, ერთი მესამედი დაკარგულია. კერძოდ, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში 9 000 ტვირთიდან დანიშნულების ადგილებამდე მხოლოდ 3 000 ჩავიდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტების დადგენა შესაძლებელი გახდა სამხედრო ნაწილებში ჰუმანიტარული ტვირთების ჩასვლაზე ერთობლივი კონტროლის დაწესების საშუალებით. ამ დროისთვის მებაჟეებმა სამართალდამცველ ორგანოებს გაუგზავნეს 387 შეტყობინება ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე შედგენილია 320 ოქმი საბაჟო წესების დარღვევის თაობაზე, სადაც კანონდარღვევის საგანს ჰუმანიტარული დახმარების საქონელი წარმოადგენს.