მზიურის პარკის შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში თბილისის მერის ინიციატივით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, ასევე საკრებულოს წევრები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ. კონცერტზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგნენ. მათ შორის, დუეტი „ჯორჯია“, სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე, „მასტერი“, დავით გომართელი, სალიო, ოთო ნემსაძე და ნოა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, „მზიურის“ ტერიტორია კიდევ 2,5 ჰექტარით გაიზარდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედანი, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირ/ნო სივრცე, გადმოსახედი, გარე განათების, ვიდეომეთვალყურებისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: დაირგო 858 ძირი ხე, 1 553 ბუჩქი და 3 050 ბალახოვანი მცენარე, ასევე, 18 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.