კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი “როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები” ჩატარდა, რომელსაც ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა და მონაწილეებს მედიის სფეროში მიღებული 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა. სემინარის ფარგლებში, განხილული იყო თუ რა თავისებურებები ახასიათებს კულტურის სფეროს სიახლეების გაშუქებას და რა ცოდნასა თუ უნარებს მოითხოვს ჟურნალისტისგან, რომელსაც მაღალი კონკურენციის პირობებში უწევს მუშაობა.