რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ადგილობრივი დროით 10 საათიდან გაიხსნება, - აღნიშნულ ინფორმაციას იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს, დილის 10 საათზე გაიხსნება.
„თუ საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არ ვიცით ის, თუ რამდენ ხანს დარჩება ღია უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო.
საელჩო უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ორივე მხარეს შეიძლება ქაოტური და მოუწესრიგებელი სიტუაცია შეიქმნას და ამიტომ, მოქალაქეებმა თავად უნდა შეაფასონ სიტუაცია.