განგაშის სიგნალის გამო, საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, საფრანგეთის რვა აეროპორტებში ბომბის არსებობის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. მათგან სამიდან – რენის, ტარბესა და ბეზიეს აეროპორტებიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა. ამ კვირაში უკვე მეხუთედ, ხალხის ევაკუაცია განხორციელდა ვერსალის სასახლიდანაც. საფრანგეთში სხვადასხვა შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გასულ კვირასაც დაფიქსირდა. ამის გამო, ევაკუაცია ლუვრის მუზეუმიდან და ლიონის მატარებლების სადგურიდანაც მოხდა. ქვეყნის მთავრობამ 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ ნაწილში სკოლაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ საფრთხის დონე გაზარდა და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 7 ათასი სამართალდამცავი განათავსა.