მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები 79 ხმით 3-ის წინაარმდეგ მესამე მოსმენით დაამტკიცა, ოპოზიცია ვეტოს გამოყენებაზე ალაპარაკდა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს ცვლილება პირდაპირ ცენზურად ითაგმნება და წინასაარჩევნოდ მედიის შეზღუდვად ფასდება. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ ცვლილებას ევროკავშირის სტანდარტებზე მორგებას უწოდებენ. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან ცვლილებების მიღების შემდეგ და ვიხილავთ თუ არა სალომე ზურავიშვილის მორიგ ვეტოს. მეტ დეტალს ამ საკითხზე ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი საკანონმდებლო ორგანოდან მოგვიყვება.