ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს სკოლასთან აქცია გამართეს. ისინი სკოლის შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას აპროტესტებდნენ. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, აქციის დროს ადგილზე ქართული ოცნების მომხრები მივარდნენ და მოქალაქეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ლაშა ფარულავას თქმით, პარტია ყველფერს გააკეთებს, რომ ხალის პოზიცია დაიცვან და სკოლის ნაწილი არ გაიყიდოს.