პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 4 127-მდე გაიზარდა, დაშავებულია 13 162 ადამიანი - Palitra News

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 4 127-მდე გაიზარდა, დაშავებულია 13 162 ადამიანი

2023-10-20 14:48:45+04:00

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 4 127-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 1 661 ბავშვია. ამასთან, ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, აშრაფ ალ-ქიდრამ განაცხადა, რომ დაშავებულია 13 162 ადამიანი.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა გუშინ განაცხადა, რომ ღაზაში საავადმყოფოები ელექტროენერგიის, მედიკამენტების, აღჭურვილობისა და პერსონალის დეფიციტის გამო კოლაფსის პირას არიან.