პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა ახლო აღმოსავლეთში სამი რაკეტა და რამდენიმე დრონი ჩამოაგდო. რაკეტები იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუთის“ ძალების მიერ იყო გაშვებული. პენტაგონის გენერლის, პეტ რაიდერის განცხადებით, აშშ-ის ჯარებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. გენერალი ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე პენტაგონს დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, თუ რა იყო რაკეტებისა და დრონების სამიზნე. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ისინი იემენიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გაუშვეს.