პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ასევე დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ სამ სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების საჯარო სკოლებში, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოების ჩატარების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა, თუმცა სინამდვილეში აღნიშნული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 216-ი ათას ლარს შეადგენდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.