4-5 ნოემბრიდან რაგბი ევროპის სუპერთასის ახალი სეზონი იწყება, რომელშიც პირველი ქართული ფრენჩაიზი, გასული ორი გათამაშების გამარჯვებული, „შავი ლომი“ ითამაშებს. ახალი სეზონიდან ტურნირს ერთი ახალი მონაწილე, ჩეხური ფრენჩაიზი „ბოჰემია რაგბი უორიორზი“ დაემატება – ის პირველი ჩეხური კლუბია, რომელიც რაგბის ევროპულ საკლუბო ტურნირში ითამაშებს, იგი საშინაო შეხვედრებს პრაღაში, „მარკეტას“ სტადიონზე ჩაატარებს.
რაგბი ევროპის სუპერთასის 2023 წლის სეზონში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თუ წინა გათამაშებების დროს ჯგუფები რეგიონული პრინციპით კომპლექტდებოდა, ამჯერად გუნდები გასული ორი გათამაშებაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან.
რაგბი ევროპის გათამაშების ორგზის გამარჯებული „შავი ლომი“ A ჯგუფში მოხვდა.