იტალიურმა გამოცემამ, Calcioinpillole-მ სერია A-ს მეცხრე ტურის წინ „ინტერთან“ საბა საზონოვის „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობა განიხილა.
გამოცემამ იტალიურ კლუბებში წელს გადასულ ხუთ მოთამაშეზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც მეცხრე ტურში, შეიძლება, გულშემატკივრები გააოცონ.
იტალიური გამოცემა საბა საზონოვზე წერს, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა ტურინელთა თავკაცის, ივან იურიჩის ნდობა ნელნელა მოიპოვა და ის უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს. კალჩოინპოლე აღნიშნავს, რომ საზონოვმა „ინტერთან“ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს და ის გუნდის წარმატებაში თავისი წვლილის შეტანას აუცილებლად შეძლებს.
იტალიური გამოცემა ასევე საზონოვის შესანიშნავი აღნაგობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელი „ტორინოს“ სამმცველიან ტაქტიკასთან ადვილად ადაპტირდა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ლაუტარო მარტინესსა და მის თანაგუნდელებს დიდი შრომა მოუწევთ, რათა მეტოქეს გოლი გაუტანონ.
შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ მილანის „ინტერს“ 21 ოქტომბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამ დაპირისპირებამდე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ვერონას“ 17:00 საათზე დაუპირისპირდება.