ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ ნიგერიელი ფორვარდის, ვიქტორ ოსიმჰენის გაფორმებას განიხილავს.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ინგლისურ კლუბის „ნაპოლის“ ფორვარდის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს. შესაძლოა, ლონდონელებმა მისი შეძენა იანვარშივე სცადონ.
ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიელ ფეხბურთელს რუდი გარსიასთან მუშაობა არ მოსწონს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი ნეაპოლელთა თავკაცის პოზიციაზე გასულ ზაფხულს დაინიშნა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ს რვა მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.