რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინას ეწვია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
პესკოვის განცხადებით, გერასიმოვმა პუტინს ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობის შესახებ მოხსენება წარუდგინა.
"გადაეცით მოკითხვა ყველა მეთაურს. საუკეთესო სურვილებით ", - მიმართა პუტინმა გერასიმოვს.
თავის მხრივ, გენერალური შტაბის უფროსმა რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა, რომ რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფი თავის ამოცანებს „სპეცოპერაციის“ გეგმის შესაბამისად ასრულებს.