ვალერი გერასიმოვი ვლადიმერ პუტინს - რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფი თავის ამოცანებს „სპეცოპერაციის“ გეგმის შესაბამისად ასრულებს - Palitra News

ვალერი გერასიმოვი ვლადიმერ პუტინს - რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფი თავის ამოცანებს „სპეცოპერაციის“ გეგმის შესაბამისად ასრულებს

2023-10-20 09:42:58+04:00

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინას ეწვია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

პესკოვის განცხადებით, გერასიმოვმა პუტინს ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

"გადაეცით მოკითხვა ყველა მეთაურს. საუკეთესო სურვილებით ", - მიმართა პუტინმა გერასიმოვს.

თავის მხრივ, გენერალური შტაბის უფროსმა რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა, რომ რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფი თავის ამოცანებს „სპეცოპერაციის“ გეგმის შესაბამისად ასრულებს.