ისრაელისა და ჰამასის ომის მე-14 დღე მიმდინარეობს. ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა, დიდ ქალაქებში განგაშის სირენების ხმა ისმის. ჰამასმა ქვეყნის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა, რკინის გუმბათმა კი მათი უდიდესი ნაწილის განეიტრალება შეძლო. ისრაელი ღაზას ბლოკადას და აღნიშნულ ანკლავზე სარაკეტო იერიშებს კვლავ აგრძელებს. ამავდროულად, ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ემზადება. გაერო-ს ცნობით, ისრაელისა და ლიბანის საზღვრის გასწვრივ ბრძოლები გააქტიურდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საზღვრისპირა ხანძრის შედეგად. ერთი ლიბანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს ჰამასმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო, რის შემდეგაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ ღაზაში ისრაელის საპასუხო შეტევების შედეგად 3,700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.