ილია დარჩიაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ კონტექსტში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს ხაზი გაუსვეს. შეხვედრაზე ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. გარდა ამისა, ილია დარჩიაშვილმა რუმინეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.