ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოეხმაურნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებას, რომლითაც ის სოხუმში აეროპორტის მშენებლობაზე ისაუბრა. მმართველი პარტია და ოპოზიცია თანხმდებიან, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ოკუპაციისგან გამოწვეულ პრობლემას კიდევ უფრო მეტად გაართულებს. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სოხუმის აეროპორტს მხოლოდ რუსეთთან ექნება რეისების განხორციელების საშუალება. მმართველ პარტიაში კი აღნიშნული პროექტის განხორციელებას ეჭვის თვალით უყურებენ.