რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად, ოთარ ფარცხალაძის გარშემო მიმდინარე პროცესებზე სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. ლილუაშვილის განცხადებით, მის უწყებაში საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი გამოიკითხა, რის შემდეგაც მან ქვეყნის ტერიტორია დატოვა. მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ფარცხალაძის ახლო გარემოცვის გამოკითვებიც გრძელდება. ლილუაშვილის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ასევე ლილუაშვილი ადასტურებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს ორმაგი მოაქალაქეობა გააჩნდა, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი მას საქართველოს მოქალაქეობას შეუჩერებდა.