ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საჭიროა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ. ამის შესახებ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მინისტრმა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საზღვარზე კონტროლის გამკაცრებასა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ევროკავშირის საზღვრებიდან მიგრანტების უკან გაბრუნების შემთხვევები წელს 25%-ით არის გაზრდილი, თუმცა რეგულაციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.