ქართულმა ოცნებამ იუსტიციის საბჭოში ყველა ვაკანტური პოსტი დააკომპლექტა. საქართველოს პარლამენტმა 90 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ორი არამოსამართლე წევრი, გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია. ამჯერადაც საბჭოში ვაკანტურ თანამდებობაზე წევრების არჩევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით შეძლო. როგორია ახალ წევრებთან დაკავშირებით შეფასებები და ვის რა კითხვის ნიშნები აქვს მათი მისამართით, ვრცლად ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გაიგებთ.