პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დეპუტატებს უწყების საქმიანობის ანგარიშს აცნობს. ოპოზიცია ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან კითხვები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ოთარ ფარცხალაძისა და საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შესახებ ექნებათ. ხელისუფლების ოპონენტები აქვე მიუთითებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სინამდვილეში ქვეყნის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს. თავის მხრივ უმრავლესობისთვის კრიტიკის საფუძველი არ არსებობს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ყველა არსებულ კითხვას ამომწურავად უპასუხებს.