პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. აღნიშნული ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება. როგორ აფასებენ პოლიტიკოსები კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ცარო კირვალიძის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გავიგებთ.