თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, უცხოელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც შემდეგ სროლა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შელაპარაკება სავარაუდოდ, მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.