3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 221 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე მეტი - 50 ადამიანი ირანის მოქალაქეა, 34 თურქეთის, 28 უკრაინის, 19 კი რუსეთის. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ასევე, ეგვიპტის, უზბეკეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და იორდანიის მოქალაქეებიც.