პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს. დოკუმენტს სუს-ის ხელმძღვანელი წარადგენს. ოპოზიცია ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან კითხვები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ოთარ ფარცხალაძისა და საქართვფელოში რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შესახებ ექნებათ. ხელისუფლების ოპონენტები აქვე მიუთითებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სინამდვილეში ქვეყნის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს. თავის მხრივ უმრავლესობისთვის კრიტიკის საფუძველი არ არსებობს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ყველა არსებულ კითხვას ამომწურავად უპასუხებს.