ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულს პეკინში გამართული შეხვედრის დროს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მიღწევის მიზნით ჩინეთი ეგვიპტესთან ითანამშრომლებს. მისი თქმით, ჩინეთს სურს ეგვიპტესთან თანამშრომლობა გააძლიეროს და მეტი სტაბილურობა შესძინოს რეგიონსა და მსოფლიოს.