გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი თელ-ავივში ჩაფრინდა, - ინფორმაციას ისრაელის „არმიის რადიო“ ავრცელებს.
რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.
ბრიტანეთის პრემიერი ახლო აღმოსავლეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებში რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ჩავა.
დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ.