ბავშვი ორმოცდაოთხი , ბრიტანელი მწერლისა და სცენარისტის ტომ რობ სმიტის ტრილოგიის რიგით პირველი რომანია. წიგნის ორიგინალი 2008 წელს გამომცემლობის Simon & Schuster-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.წიგნის მოქმედებები ვითარდება სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირში ,ერთი შეხედვით სამოთხეში , სადაც თითქოს დანაშაული არ ხდება და მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ: ყოვლისშემძლე ხელისუფლების. ამ სისტემის დამცველი იდეალისტი ჩეკისტი ლევ დემიდოვია, ომის გმირი, რომელსაც კანონის რკინის მუშტის სჯერა. მაგრამ, როდესაც ბავშვების მკვლელი ერთიმეორის მიყოლებით სჩადის დანაშაულს, ლევი გამოძიებას გადაწყვეტს რომელიც მას მთავრობის მაღალ ეშელონებთან მიიყვანს, რის შემდეგაც სახელმწიფოს ერთგულ მსახურს დააქვეითებენ და გადაასახლებენ. ლევმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს და სიმართლე გამოააშკარავოს იმ სახელმწიფოს შესახებ, სადაც „თითქოს და დანაშაული“ არ არსებობს.როგორც ცნობილია რომანი შთაგონებულია საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სერიული მკვლელის , ანდრეი ჩიკატილოს რეალური ამბით, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით 53 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.თუმცა განსხვავებით წიგნისგან მისი მკვლელობები არ უკავშირდება სტალინის მმართველობის პერიოდს.ტომ რობ სმიტი 1979 წელს ინგლისში , სამხრეთ ლონდონში დაიბადა. საშუალო განათლება დალვიჩში მიიღო , სადაც 1987 წლიდან 1997 წლამდე სწავლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ კემბრიჯის წმინდა-იოანეს კოლეჯში გააგრძელა სწავლა , რომლის დასრულების შემდეგაც მუშაობდა ტელევიზიაში სცენარისტად.
მისი სამწერლო კარიერა დაიწყო წიგნით „ ბავშვი 44“ , რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა მწერალს, რის შემდეგაც მწერალმა გადაწყვიტა ლევ დემიდოვის ისტორია გაეგრძელებინა და გამოსცა კიდევ ორი ნაწილი , საიდუმლო გამოსვლა და აგენტი 6. წიგნი ითარგმნა 36 ენაზე , ნიმინირებული იყო 17 ლიტერატურულ ჯილდოზე , საიდანაც 7-ში გაიმარჯვა.
წიგნის მიხედვით 2015 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი უცვლელი სახელწოდებით , რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰარდი ასრულებს.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2015 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.