სერბულ sportal.rs-თან ინტერვიუში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი იმ ჩოგბურთელებს შეუერთდა, რომლებიც ATP-სა და WTA-ს ბურთების გამო აკრიტიკებენ. 36 წლის ჩოგბურთელს მიაჩნია, რომ რადიკალური ზომებია მისაღები.
პროტესტი გასტაო ელიასმა დაიწყო, როდესაც სოციალურ ქსელში დაწერა: " ATP-ისგან მოვითხოვ გადამიხადონ ფული ფიზიოთერაპევტისთვის, რომელიც აუცილებლად დამჭირდება ამ საშინელი ბურთებით თამაშის შემდეგ. რამდენი წელია ტურზე ვთამაშობ და მსგავსი არაფერი მინახავს, ეს არაადამიანურია".
"მართლაც არის კავშირი ბურთებსა და მაჯის, იდაყვისა და მხრის ტრავმების სიხშირეს შორის, მიზეზი ბურთების ასეთი ხშირი ცვლაა. მომხრე ვარ, რომ ჩოგბურთელებს თავად შეეძლოთ ტურზე, როგორი ბურთებით ითამაშებენ. რაღაც გამოსავალია მოსაძებნი", - განაცხადა ნოლემ.
ჯოკოვიჩს ეთანხმებიან დანილ მედვედევი და ალექსანდერ ზვერევი. მედვედევმა ჩინეთის ღია პირველობის შემდეგ თქვა, რომ ახალი ბურთები უფრო დიდი და ფუმფულაა, ამიტომ არის 30-დარტყმიანი გათამაშებები, რადგან თითქმის შეუძლებელია ამ ბურთებით "ვინერის" დარტყმა.
გერმანელი ჩოგბურთელი ევა ლისი სუელში მიღებული ტრავმის გამო, WTA-ს უჩივის. კანადელი ვაშეკ პოსპიშილი კი რადიკალურია გამონათქვამებში: "ეს ბურთები უბრალოდ კლავენ ჩვენს ორგანიზმს".