ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევების შესახებ დეპუტატები დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას მოისმენენ. დოკუმენტის წარდგენის შემდეგ უწყების ხელმძღვანელი - გრიგოლ ლილუაშვილი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლისთვის ცხინვალის რეგიონში - 44, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 13 პირის უკანონო დაკავება მოხდა.