პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 3 400-ზე მეტი ადამიანი - Palitra News

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 3 400-ზე მეტი ადამიანი

2023-10-19 09:37:35+04:00

ისრაელის საჰაერო იერიშებს ღაზაში 3 478 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 12 000-ს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულებისა და დაშავებულების უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.

ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო ავიაიერიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ქვეყნის ტერიტორიაზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.