ისრაელის საჰაერო იერიშებს ღაზაში 3 478 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 12 000-ს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულებისა და დაშავებულების უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.
ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო ავიაიერიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ქვეყნის ტერიტორიაზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.