ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია გრძელდება. მოქალაქეები საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში ეცნობიან. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები სააგენტოში სხვადასხვა მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეებს საარჩევნო ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპს და მის უპირატესობებს დეტალურად უხსნიან. საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება.