საქართველოში, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ავრცელებს. როგორც ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი წერს, ენერგეტიკის სფეროში მაღალი დონის დიალოგის დაწყება იგეგმება. ევროკომისრის ვიზიტამდე, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკება ევროკავშირის ენერგეტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან გამართა.