„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პროექტს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ოთხი იყო. კანონპროექტის ძირითად არსსა და მის პრინციპებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანი სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების და რეკლამის გავრცელების აღკვეთაა. მისივე თქმით, ამით ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტი შესრულდება. აღნიშნულ საკითხს ოპოზიცია, კრიტიკური მედიის გაჩუმების მორიგ მცდელობად აფასებს. პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორსაც შენიშვნები აქვს.