ოთარ ფარცხალაძისთვის ჩამორთმეული მოქალაქეობის შესახებ მედიასთან, იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. მისი განცხადებით, როდესაც იუსტიციის სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა ჰქონდა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა. ბრეგაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაიწელა პრეზიდენტის მხრიდან ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა.