პარლამენტში გუშინ განვითარებულ პროცესებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც აფასებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება ვერ შეძლო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველაფერს გააკეთებენ. ცნობისთვის, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. მისი თანამდებობიდან გადაყენებას პარლამენტის 86-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ამის წინააღმდეგი კი ხმა 1-მა დეპუტატმა მისცა. კენჭისყრას წინ როგოც პრეზიდენტის, ისე ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან მწვავე განცხადებები უძღოდა.